Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ambebi.ge
20 January 2018, 16:22
რომის პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში იმპროვიზებული საქორწინო ცერემონია მოაწყო და ორი ბორტგამცილებელი დააქორწინა. პაპი ვიზიტით ჩილეში იმყოფებოდა და მაშინ როცა თვითმფრინავი 11 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, მან წყვილს - პაოლა რუიზს და კარლოს ელორიაგას ჯვარი დასწერა.

წყვილი პაპს გაესაუბრა და მასთან ერთობლივი ფოტოები გადაიღო, რა დროსაც უამბეს, რომ უკვე წლებია ერთად არიან, ზრდიან ორ ქალიშვილს - რაფაელასა და იზაბელას, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა ჯვარი არ აქვთ დაწერილი. მათი თქმით, 2010 წელს დაგეგმილი ჰქონდათ ჯვრისწერა, თუმცა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ის ტაძარი დაანგრია, სადაც ჯვრის დაწერა ჰქონდათ გადაწყვეტილი.



პაოლას და კარლოსის თქმით, ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, პაპმა მათ ჰკითხა, სურდათ თუ არა ქორწინების ცერემონიის შესრულება თვითმფრინავში, რაზეც რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო. პაპმა ფრანცისკემ აკურთხა მათი ბეჭდები, ჯვრისწერის მოწმე კიდევ ერთი ბორტგამცილებელი გახდა. ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა, რომელსაც ხელი მოაწერეს პაპმა და წყვილის მეჯვარემ. ასე შედგა პირველი ჯვრისწერა თვითმფრინავში, რომის პაპის მიერ.

nydailynews.com-ის მიხედვით
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი